ევროპის ახალგაზრდა ეკო-ინფლუენსერები: მდგრადი მომავლის შექმნა დღეს
- Agne Raubaite
- 3 days ago
- 1 min read
Webinar #1

ვინ არიან ლიდერები გარემოს ცვლილებაში?
ეკო-ინფლუენსერი შედარებით ახალი ტერმინია, რომელიც გამოიყენება ისეთი ადამიანის დასახასიათებლად, ვინც ონლაინ პლატფორმებს იყენებს გარემოს დაცვის საკითხების მხარდასაჭერად, თავის გავლენას კი მიმართავს გამომწერების განათლებაზე, მოტივაციასა და გარემოსდაცვით აქტივობებში ჩართვაზე.
ვებინარი „ეკომეგობრილი თემების ლიდერები“ ნატალია ჭამიაშვილთან ერთად გაიმართა 2 ოქტომბერს. პარტნიორი ქვეყნებიდან დაახლოებით 50-მა მონაწილემ გაანალიზა ლიდერობის მნიშვნელობა ეკოლოგიისთვის და გამოავლინა ნამდვილი ლიდერის აუცილებელი უნარები და თვისებები. მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ მსოფლიოში ცნობილ ლიდერებს, რომლებიც მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებენ გარემოს დაცვის სფეროში, გაეცნენ მათ საქმიანობასა და ქმედებებს. მათ შეისწავლეს ის თვისებები, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს სჭირდება, ვისაც გარემოზე ზემოქმედება სურს და განიხილეს გზები, როგორ შეუძლიათ თავიანთ თემში ცვლილებების განხორციელება.
ბოლო წლებში, ევროპაში შესამჩნევი გახდა ახალგაზრდული ლიდერობის ზრდა გარემოს დაცვისა და მდგრადი პრაქტიკების სფეროში. ადგილობრივი ინიციატივებიდან გავლენიან საერთაშორისო მოძრაობებამდე, ახალგაზრდები იკავებენ როლებს, რომლებიც მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებენ. ევროპული ახალგაზრდული ეკოლოგიზმის ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი მხარე არის მათი შემოქმედებითი აზროვნება და ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
წარმატებული ლიდერის უნარები.

ნატალია ჭამიაშვილმა წარმოადგინა უნარ-ჩვევები და კომპეტენციები, რომლებიც ეკო-ლიდერსა და ინფლუენსერს სჭირდება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასანერგად. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: ხედვითი აზროვნება, სტრატეგიული დაგეგმარება, ეფექტური კომუნიკაცია, ურთიერთობების შექმნა და ნეთვორქინგი, მედეგობა და სხვა. კლიმატური კრიზისის გართულების ფონზე, ეკო-ინფლუენსერები პოზიციონირდებიან არა მხოლოდ როგორც ადვოკატები, არამედ როგორც ლიდერები მდგრადი მომავლის შექმნაში. აქტივისტური გზა მარტივი არაა, ის საჭიროებს სიმამაცეს, პოზიტიურობასა და მოტივაციას, რომ გააძლიერო სხვებიც.

დაინტერესდით?
დაესწარით ჩვენს მეორეს ვებინარს მოტივაციის თემაზე!
09/10/2024
17:00 CET
ონლაინ (ლინკი გაიცემა რეგისტრაციის შემდეგ)
ადგილები შეზღუდულია!
რეგისტრაცია: https://forms.gle/RapvFqceKJA5vctg9
პროექტი „ეკო-ლიდერები ეკომეგობრული თემებისთვის“ (2023-1-LT02-KA220-YOU-000159430) ფინანსდება Erasmus+ პროგრამის მიერ.






Comments