
#ლიდერობა.
#გაძლიერება.
#თემი.
ეკო-ლიდერები ეკო-მეგობრული თემისათვის

სიახლეები




პროექტის შესახებ

მიზნები და ამოცანები
პროექტი „ეკო-ლიდერები ეკოლოგიურად მეგობრული თემებისთვის“ მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ისეთი კრიტიკული უნარების განვითარებას, როგორიცაა ეკო-ცნობიერება, სოციალური და ემოციური სწავლა და ლიდერობა, რაც აუცილებელია 21-ე საუკუნისთვის. “გაზეთების თეატრის”გამოყენებით პროექტი მიზნად ისახავს სოციალურად აქტუალური საკითხების გააზრებასა და ახალგაზრდების ჩართვას სოციალური ცვლილებების შესახებ სწავლასა და მათ ხელშეწყობაში.
აქტივობები
-
საუკეთესო გამოცდილებების მონაცემთა ბაზა, რომელიც წარმოაჩენს ახალგაზრდა ეკო-ინფლუენსერების ისტორიებსა და ვიდეოებს. ვებინარები ლიდერობის,
-
მოტივაციისა და გარემოს შესახებ,
-
რათა განავითაროს და გააძლიეროს ახალგაზრდა ეკო-ინფლუენსერების ლიდერული უნარები.
-
მრგვალი მაგიდის დისკუსიები ახალგაზრდა აქტივისტებთან, საზოგადოების ლიდერებთან და ტრენერებთან ყოველი ტრანსნაციონალურ პარტნიორთა შეხვედრის (TPM)-ის განმავლობაში,
-
რათა უზრუნველყოფილი იყოს პლატფორმა ცოდნის გაზიარებისა და პარტნიორობისათვის. დოკუმენტური ფილმი ახალგაზრდების ლიდერობის შესახებ გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებში.
-
5 დღიანი პირისპირი ტრენინგი ახალგაზრდებისთვის “გაზეთების თეატრის” შესახებ. ტრენერთა პირუსპირი ტრენინგი ეკო-ცნობიერებასა “ბუნების ინტელექტის” შესახებ. ტრენერების სახელმძღვანელო და ინსტრუმენტთა ნაკრები “გაზეთების თეატრის” შესახებ.
-
მულტიპლიკატორი ღონისძიებები - “გაზეთების თეატრის” წარმოდგენები.


შედეგები
პროექტი მიზნად ისახავს რამდენიმე ამოცანის შესრულებას, მათ შორის ახალგაზრდული საქმიანობისთვის ხარისხის გაზრდასა და ინოვაციის შეთავაზებას, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლასა და განათლების, ტრენინგისა და ახალგაზრდობის ყველა სფეროში ინკლუზიისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობას. პროექტი ასევე კონცენტრირებულია საზოგადოების განვითარებაზე და ახალი, ინოვაციური და ერთობლივი კურიკულუმებისა თუ კურსების შექმნაზე. პროექტს "ეკო-ლიდერები ეკოლოგიურად მეგობრული თემებისთვის" მნიშვნელოვანი პოტენციური გავლენა აქვს განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის სხვადასხვა სფეროზე, ხელს უწყობს ლიდერული უნარების განვითარებას, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, საერთაშორისო თანამშრომლობას, მრავალფეროვნებასა და ფიზიკურ აქტივობებს გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ.