
ფინეთი
ახალგაზრდები
The Jiippi
Skills - Competences
"ეკო-ცნობიერება:
მონაწილეები პრაქტიკული გამოცდილების მეშვეობით ღრმად სწავლობენ გარემოსდაცვითი კონსერვაციის მნიშვნელობას. ისინი იძენენ ბუნების, წყლისა და საკვების დაფასების უნარს, აცნობიერებენ თავიანთი ქმედებების ზეგავლენას და ითვისებენ მდგრადი ჩვევებს, როგორიცაა მინიმალისტური შეფუთვა და ეკო-მეგობრული პროდუქტების გამოყენება.
რერურსულობა:
აღჭურვილობის სესხებითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებით, ახალგაზრდა ლაშქვრები ავითარებენ პრობლემების შემოქმედებითად გადაჭრის უნარს და მაქსიმალურად იყენებენ ხელმისაწვდომ რესურსებს. ეს უნარი მნიშვნელოვანია მდგრადი ცხოვრებისათვის და ეხმარება მათ, მინიმალური გარემოზე ზემოქმედებით გაუმკლავდნენ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციას. ეს უნარი ასევე ხდის ლაშქრობას უფრო ხელმისაწვდომს სხვადასხვა ჯგუფისთვის.
სოციალური და ემოციური აღქმა:
პროექტი აქცენტს აკეთებს უსაფრთხო სივრცეების შექმნასა და ინკლუზიურობის ხელშეწყობაზე. მონაწილეები ავითარებენ ემოციურ ინტელექტს, საკუთარ გამოცდილებებზე რეფლექსიის, გრძნობების გააზრებისა და სხვებისადმი ემპათიის სწავლით. ეს უნარები აძლიერებს მათ ურთიერთობების უნარებს და ემოციურ გამძლეობას. "
საკონტაქტო ინფორმაცია:
ზემოქმედება
"Jiippi სათავგადასავლო განათლების პროექტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ახალგაზრდა მონაწილეებზე, განავითარებს რა მათში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და ეკოლოგიური ცნობიერების ძლიერ გრძნობას. პროექტი მათ უმაღლესი პრაქტიკული უნარებითა და ცოდნით უზრუნველყოფს მდგრადი ცხოვრებისათვის, რაც ამცირებს მათ ნახშირბადის ნაკვალევს და ზრდის რესურსების გონივრულ გამოყენებას.
გარდა ამისა, პროექტი აძლიერებს სოციალურ და ემოციურ სწავლას, ქმნის ემპათიურ და პასუხისმგებლიან ლიდერებს, რომლებიც აქტიურად იცავენ და ავითარებენ ეკო-მეგობრულ ქცევებს. შედეგად, მონაწილეები პირდაპირ გავლენას ახდენენ გარემოზე თავიანთი ეკო-მეგობრული ქცევებით ბუნებაში და ახალი მოხმარების ჩვევებით, რომლებიც ხელს უწყობს მდგრად განვითარებას.
"